ჩხოროწყუში საცხოვრებელი სახლი დაიწვა
ჩხოროწყუში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ხანძარი იყო ჩხოროწყუში. ცეცხლი ფირცხელავების სახლში გაჩნდა. ხანძრის შედეგად, ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა. ვერ მოხერხდა საოჯახო ავეჯისა და ტექნიკის გადარჩენა.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს ჩხოროწყუს სახანძრო-სამაშველო განყოფილების ორი და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ერთი ეკიპაჟი.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ და დაზარალებულ ოჯახს შეხვდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერის, დავით გოგუას განცხადებით, მუნიციპალიტეტის მერია დაზარალებულ ოჯახს „ხანძრის შედეგად დაზარალებულთა დახმარების პროგრამის“ ფარგლებში 5 000 ლარს ჩაურიცხავს. ასევე, ბადრი ფირცხელავას გადაეცემა ხე მასალა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზებს ექსპერტიზა დაადგენს.

დატოვე კომენტარი