ჩხოროწყუში, საცხოვრებელ სახლში ხანძარია
ჩხოროწყუში, საცხოვრებელ სახლში ხანძარია

ჩხოროწყუში, საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, სახლიდან მეზობლებმა ორი ადამიანი გამოიყვანეს, რომლებიც მწოლიარე ავადმყოფები არიან.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ხანძრის ლოკალიზება უკვე შეძლეს, ახლა კი, ცეცხლის ცალკეული კერების დამუშავება მიმდინარეობს. მათ სახლიდან ნვთებიც გამოიტანეს.

რამ გამოიწვია ხანძარი ქებურიების სახლში, ჯერ უცნობია.