ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ტობას ტბებამდე მისასვლელი გზა მოეწყობა
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ტობას ტბებამდე მისასვლელი გზა მოეწყობა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ლუგელას ხეობაში, ცნობილ ტურისტულ ლოკაციამდეტობას ტბებამდე მისასვლელი გზა მოეწყობა. ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტი ითვალისწინებს ტობავარჩხილის გზის 10-კილომეტრიანი საფარის მოწყობას. ახალი გზის გაჭრის პროექტს „მუნიციპალური განვითარების ფონდი“ ახორციელებს და მისი ღირებულება 12 მილიონ ლარამდეა. გზის მშენებლობაზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია.

ახალი გზის მნიშვნელობაზე და ლუგელას ხეობაში ტურიზმის განვითარების საკითხებზე ადგილობრივებს სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და პარლამენტის წევრ ჯუმბერ იზორიასთან ერთად ესაუბრა.

ალექსანდრე მოწერელიამ ხეობაში ტურისტული ობიექტებიც დაათვალიერა და 15 ივნისიდან მოქალაქეებს სამეგრელოში მოგზაურობისკენ მოუწოდა.

ტობავარჩხილი ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მარშრუტია. ეგრისის ქედზე, ზღვის დონიდან 2650 მეტრზე მდებარეობს ხუთი უნიკალური ტბა, რომლებსაც ადგილობრივებმა ვერცხლის ტბები შეარქვეს. ხეობაში უნიკალური მღვიმეები და კანიონებია“, – აღნიშნულია სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, სახელმწიფო რწმუნებულმა დღესვე მუხურში სასტუმროების მშენებლობა დაათვალიერა. სასტუმროებს კომპანია ,Mukhuri Resort-ი აფინანსებს.