ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სადეზინფექციო ხსნარით დამუშავდა მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს, ა(ა)იპ-ების, სასამართლოს შენობების დერეფნები, კიბეები, მოქალაქეთა მისაღები და სამუშაო ოთახები. ასევე სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა დევნილთა დასახლებებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.

სამუშაოებს ა(ა)იპ-ების თანამშრომლებისგან შემდგარი მოხალისეთა ჯგუფი ახორციელებს.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად, ჩხოროწყუში სადეზინფექციო სამუშაოები ჩაუტარდა სკოლებს, ბაღებს, სხვადასხვა დაწესებულებებს.

სადეზინფექციო სამუშაოების მიმდინარეობას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა გაეცნენ. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთისა და „კოვიდ-19“-ით გამოწვეული დაავადებების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების მიზნით შექმნილია სამუშაო ჯგუფი.