ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ და ქარმა პრობლემები შექმნა [ფოტო]
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ და ქარმა პრობლემები შექმნა [ფოტო]

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დატბორილია ნაკვეთები და სავარგულები, ასევე დაზიანებულია შიდა საუბნო გზები. მუნიციპალიტეტში რამდენიმე ადგილზე მეწყერი ჩამოწვა. მეწყრის შედეგად სოფელ ლეწურწუმეში ნაწილობრივ ჩამოიშალა სასაფლაოს ღობე.

გარდა ამისა, დაზიანებულია ხიდები, რის გამოც სოფელ ჭოღაში, ხანწკის უბანში მოძრაობა შეიზღუდა. ამ ეტაპისთვის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

ასევე, ძლიერმა ქარმა რამდენიმე სახლს სახურავები გადახადა.

სტიქიის შედეგად დაზიანებულ ადგილზე მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, რომლებიც მოსახლეობას შეხვდნენ და მათ საჭიროებებს გაეცნენ. ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში ელექტროენერგია ყველა ადმინისტრაციულ ერთეულს მიეწოდება.

 

დატოვე კომენტარი