ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფიჩხოვოში ასფალტო-ბეტონის გზას აგებენ
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფიჩხოვოში ასფალტო-ბეტონის გზას აგებენ

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფიჩხოვოს ლედარსალეს უბანში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი 1 800 000 ლარით რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ასფალტო–ბეტონის საფარი დღემდე არასოდეს არ ყოფილა.

პროექტის ფარგლებში, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები სოფელ თაიაშიც ჩატარდება. ახალი გზა სულ 7 კილომეტრზე დაიგება.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ დღეს გზის მიმდინარე სამუშაოები დაათვaლიერა.