ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულომ თავმჯდომარე დღესაც ვერ აირჩია
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულომ თავმჯდომარე დღესაც ვერ აირჩია

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულომ თავმჯდომარე დღესაც ვერ აირჩია.

ფარული კენჭისყრის შედეგად 13 ხმა მიიღო „ქართული ოცნებიდან“ საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ჯუმბერ იზორიამ. 12 ხმა მიიღო მეორე კანდიდატმა პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ წევრმა, შოთა წურწუმიამ.

სხდომას საკრებულოს 27 წევრიდან 26 ესწრებოდა. ასარჩევად საჭირო 14 ხმა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო. უნდა ჩატარებულიყო კენჭისყრის მეორე ტური, სადაც მხოლოდ „ქართული ოცნების“ კანდიდატი იქნებოდა, თუმცა სხდომა დატოვეს „ნაციონალური მოძრაობის“, „გახარია-საქართველოსთვის“ და „ლელოს“ წარმომადგენლებმა, რის შედეგადაც საკრებულოში 12 წევრი დარჩა, რაც არ არის საკმარისი კვორუმისთვის. სხდომა ერთი კვირით გადაიდო.