ჩხეტიანმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო - „ტორპედო“ ახალ მწვრთნელს მოძებნის
ჩხეტიანმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო - „ტორპედო“ ახალ მწვრთნელს მოძებნის

კახა ჩხეტიანმა ქუთაისის „ტორპედო“ დატოვა – 41 წლის სპეციალისტმა ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს თავად დაუდასტურა.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ქუთაისური გუნდის მთავარი მწვრთნელი, რომელსაც გუნდის ბოლო წლების წარმატებები უკავშირდება, თბილისის „დინამოს“ ჩაიბარებდა. მაგრამ ეს ოფიციალურად დადასტურებვული არ იყო.

თუმცა, ჩხეტიანმა არ ისურვა ლაპარაკი თბილისის „დინამოში“ დანიშვნაზე. ეროვნული ლიგის 2019 წლის ჩემპიონთან კახა ჩხეტიანს საკითხი შეთანხმებული აქვს, მაგრამ ამ თემაზე კომენტარს ერიდება.

თბილისის „დინამოს“ ხელმძღვანელები 20 დეკემბერს პრესკონფერენციის გამართვას გეგმავდნენ, რომელიც ორშაბათისთვის გადაიდო. კლუბის ხელმძღვანელობა დანიშვნასა და ყველა სხვა სიახლეზე ამ პრესკონფერენციაზე ილაპარაკბს.

კახა ჩხეტიანი ქუთაისის „ტორპედოს“ 2-16 წლიდან ავარჯიშებდა და გუნდმა მისი ხელმძღვანელობით საქართველოს ჩემპიონობა მოიგო, 2-2-ჯერ კი – ქვეყნის თასი და სუპერთასი.

დატოვე კომენტარი