ჩისკოს „უოტფორდი“ პრემიერლიგას უახლოვდება - „დინამოს“ ექს-მწვრთნელის გუნდი შეუჩერებელია #1TVSPORT
„დინამო თბილისის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი ჩისკო მუნიოსი ევროპულ კარიერაში პირველ წარმატებას მიუახლოვდა – მისი გაწვრთნილი „უოტფორდი“ პრემიერშიფის 43-ე ტურში, გასვლაზე „ნორვიჩს“ ესტუმრა (რომელსაც პრემიერლიგა განაღლდებული აქვს) და 0:1 დაამარცხა.
„უოტფორდმა“ ამ მოგებით მეორე ადგილი შეინარჩუნა, კონკურენტი „სვონსი“ 9 ქულით ჩამოიტოვა და პრემიერლიგაში დასაბრუნებლად ბოლო სამ თამაშში ქულაც ჰყოფნის. აღსანიშნავია, რომ „უოტფორდმა“ მიმდინარე სეზონში „ნორვიჩი“ ჩისკოს ხელმძღვანელობით მეორედ დაამარცხა.
„მიუხედავად იმისა, რომ „ნორვიჩი“ ძალიან კარგი გუნდია, სეზონში ორჯერ დავამარცხეთ, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ დამსახურებულად გავიმარჯვეთ. გუნდის შესაძლებლობებში დარწმუნებული ვარ. ძალიან კმაყოფილი ვართ ამ შედეგით, მაგრამ ბოლომდე 100% კონცენტრირებული უნდა ვიყოთ“, – განაცხადა მატჩის შემდეგ ჩისკო მუნიოსმა.
„დინამო თბილისის“ ყოფილი მწვრთნელი პრემიერშიფის „უოტფორდის“ მენეჯერი 2020 წლის დეკემბერში გახდა და იმდენად წარმატებულად მუშაობს, მარტში ლიგის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს.
ჩისკო მუნიოსის დანიშვნის შემდეგ, „უოტფორდმა“ 23 თამაშიდან 16 მოიგო (3 ფრე, 4 წაგება) და პრემიერშიფში მეხუთედან მეორე ადგილზე დაწინაურდა. „ვალენსიაში“ 2004 წელს ლა ლიგისა და უეფა-ს თასის გამარჯვებული 40 წლის ესპანელი „დინამო თბილისში“ 2011-2014 წლებში თამაშობდა (98 მატჩში, 62 გოლი), ხოლო 2019 და 2020 წლებში თბილისელები მთავარი მწვრთნელის რანგში ჩემპიონობამდე მიიყვანა.