ჩიქოვანის ქუჩაზე 50 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს, სამი ახალგაზრდა კი საავადმყოფოში გადაიყვანეს
ჩიქოვანის ქუჩაზე 50 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს, სამი ახალგაზრდა კი საავადმყოფოში გადაიყვანეს

ჩიქოვანის ქუჩაზე 50 წლამდე ასაკის მამაკაცი საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს, სამი ახალგაზრდა კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც მეზობლები აცხადებენ, დაღუპული მამაკაცი ირანის მოქალაქეა, რომელსაც ბინა რამდენიმე თვის ნაქირავები ჰქონდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვალება სავარაუდოდ მოწამვლას უკავშირდება, თუმცა, კონკრეტულად რა ნივთიერებით დაიღუპა მამაკაცი, ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

როგორც პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

„გარდაცვალების მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს“, – აცხადებენ უწყებაში.