ჩინური მედიაკომპანია MCZT საქართველოს შესახებ 40-მდე ვიდეოკლიპეს იღებს
ჩინური მედიაკომპანია MCZT საქართველოს შესახებ 40-მდე ვიდეოკლიპეს იღებს

ჩინური მედიაკომპანია MCZT საქართველოს შესახებ 40-მდე ვიდეოკლიპეს იღებს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 11-კაციანი გადამღები ჯგუფი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით პრესტურის ფარგლებში ეწვია.

მათივე ინფორმაციით, ორი კვირის განმავლობაში MCZT ჯგუფის წევრები თბილისს, თელავს, გორს, სტეფანწმინდას, ბორჯომს, წყალტუბოს, საირმეს, ბათუმს და ქედას სტუმრობდნენ და პოპულარული ტურისტული ადგილების და ბალნეოლიგიური კურორტების შესახებ ვიდეოკლიპებს იღებდნენ.

მომზადებული კლიპები მედიაკომპანია MCZT-ის პლათფორმებზე განთავსდება და ჩინეთში 60 მილიონზე მეტი ადამიანი იხილავს.

პრესტურის მონაწილეებს ძველ თბილისში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ უმასპინძლა.