ჩინურ კომპანიებს ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიის, „ნვიდიას“ ჩიპების შესყიდვის შესაძლებლობა ექნებათ
ჩინურ კომპანიებს ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიის, „ნვიდიას“ ჩიპების შესყიდვის შესაძლებლობა ექნებათ.
აშშ-მა დაახლოებით ათ ჩინურ ფირმას „ნვიდიას“ სიმძლავრით მეორე ხელოვნური ინტელექტის ჩიპის, H200-ის შესყიდვის ნება დართო.
ჩიპების შეძენის ნებართვის მქონე კომპანიებს შორის არიან Alibaba, Tencent-ი, ByteDance-ი და JD.com-ი.
ექსპორტის კონტროლი აშშ-ჩინეთის ურთიერთობებში ცენტრალურ ბერკეტად რჩება, რადგან ვაშინგტონი ეროვნული უსაფრთხოების მოტივით ზღუდავს ჩინეთის წვდომას მოწინავე ნახევარგამტარებსა და ხელოვნური ინტელექტის ჩიპებზე. პეკინი აცხადებს, რომ ეს ზომები ჩინეთის ტექნოლოგიური აღმავლობის შეფერხებას ისახავს მიზნად.