ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება 2018 წლიდან ამოქმედდება

13:59, 28.11.2017

ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება 2018 წლის 1 იანვარს ამოქმედდება.

ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, საქართველოში შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები დასრულებულია, ჩინეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილემ კი დღეს დაადასტურა, რომ ხელშეკრულების ამოქმედება მომავალი წლიდან მოხდება.

 

მსგავსი