ჩინეთში წყალდიდობას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, ექვსი დაკარგულად ითვლება
ჩინეთში წყალდიდობას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, ექვსი დაკარგულად ითვლება

ჩინეთში წყალდიდობას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. დაკარგულად ითვლება ექვსი პირი.

გადაუღებელი წვიმები გუანდოუს პროვინციაში ხუთშაბათს საღამოს დაიწყო. მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, გუანჯოუს დასახლებაში ერთ საათში 50 მილიმეტრი ნალექი მოვიდა.

გამოცხადებულია სიფრთხილის ნარინჯისფერი დონე. უამინდობა რეგიონში ერთი კვირა გაგრძელდება.