ჩინეთში ვიზიტის შემდეგ მონღოლეთის პრეზიდენტი კარანტინში მოათავსეს
ჩინეთში ვიზიტის შემდეგ მონღოლეთის პრეზიდენტი კარანტინში მოათავსეს

ჩინეთში ვიზიტის გამო, მონღოლეთის პრეზიდენტი ხალთმააგიინ ბატულგა კარანტინში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მონღოლეთის მედიასაშუალებების ცნობით, ქვეყანაში მიღებული წესის მიხედვით, ყველა პირი, ვინც ჩინეთში იმყოფებოდა, პროფილაქტიკის მიზნით, 14 დღით კარანტინში უნდა მოათავსონ.

შესაბამისი ზომები იყო მიღებული ქვეყნის პრეზიდენტის და იმ პირების მიმართ, ვინც ჩინეთში ვიზიტის დროს სამთავრობო დელეგაციაში იმყოფებოდა.

ამჟამად მონღოლეთის პრეზიდენტსა და მის თანმხლებ პირებს „კოვიდ-19“-ის ტესტს უტარებენ.

მონღოლეთის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, ჩინეთში 27 თებერვალს იმყოფებოდნენ.