ჩინეთში საკარანტინო ზონად გამოცხადებული სასტუმროს ჩამოინგრევის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა
ჩინეთის ფუძიანის პროვინციაში სასტუმროს ჩამონგრევის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ქალაქ ციუანჩჟოუს ხელმძღვანელობა ავრცელებს, სადაც ტრაგედია მოხდა.
სასტუმროს შენობის დანგრევის შედეგად, ნანგრევებში 71 ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა მაშველებმა 43 ადამიანის გამოყვანა შეძლეს. შენობის ნანგრევებში ამ დრომდე რჩება 28 ადამიანი.
ტრაგედიის ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს, რომელშიც სახანძრო სამსახურის, პოლიციის, არმიისა და სამედიცინო სფეროს 1 000-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს.
სასტუმროს შენობაში ის ადამიანები იყვნენ განთავსებული, რომლებსაც კორონავირუსით ინფიცირებულებთან ჰქონდათ კონტაქტი. შენობის დანგრევის მიზეზები უცნობია.
შენობა 2013 წელს აშენდა და 2018 წელს სასტუმროდ გადაკეთდა.