ჩინეთში რობოტი ტელეწამყვანები შექმნეს
ჩინეთში რობოტი ტელეწამყვანები შექმნეს

ჩინეთის ქალაქ ვუჯენში, მსოფლიო ინტერნეტის კონფერენციაზე, ჩინეთის სახელმწიფო მედიაკომპანია „სინხუამ“ და საძიებო სისტემა Sogou-მ ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე რობოტი წამყვანები წარმოადგინეს. „სინხუას“ ცნობით, ხელოვნური ინტელექტი ზუსტად იმეორებს ცოცხალ წამყვანს, წარმოაჩენს ზუსტად იგივე სახესა და ხმას.

პროგრამა იღებს და აერთიანებს ადამიანი-წამყვანების მახასიათებლებს მათივე ვიდეოებიდან, იყენებს მათ მეტყველებას, ტუჩების მოძრაობასა და სახის გამომეტყველებას. თუმცა, არის ერთი დიდი განსხვავება — თუკი ადამიანი-წამყვანები დღეში რვა საათი მუშაობენ, მათ ხელოვნურნტელექტიან კლონებს დაუღალავად მუშაობა კვირაში შვიდი დღე, 24 საათის განმავლობაში შეუძლიათ.

როგორც სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი, ხელოვნური ინტელექტზე მომუშავე წამყვანები ოფიციალურად გახდნენ მათი გუნდის წევრები. სხვა წამყვანებთან ერთად, ისინი მაყურებელს ინფორმაციას ინგლისურ და ჩინურ ენებზე მიაწვდიან.