ჩინეთში, ქვანახშირის საბადოში ნგრევის შედეგად სულ მცირე 21 ადამიანი დაიღუპა
ჩინეთში, ქვანახშირის საბადოში ნგრევის შედეგად სულ მცირე 21 ადამიანი დაიღუპა

ჩინეთში, ქვანახშირის საბადოში ნგრევის შედეგად სულ მცირე 21 ადამიანი დაიღუპა. უბედური შემთხვევა შენსის პროვინციაში, ქალაქ შენმუსთან ახლოს მოხდა.

როგორც BBC-ი ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, საბადოში რამდენიმე ათეული ადამიანი იმყოფებოდა.

სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ოპერაციის ფარგლებში 66 პირის ევაკუაცია განახორციელეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, საბადოს ჩამონგრევის მიზეზი ჯერ უცნობია. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

ჩინეთის საბადოებში უსაფრთხოების ზომების არარსებობის გამო, მსგავსი ინციდენტები საკმაოდ ხშირად ხდება. ბოლო შემთხვევა რამდენიმე თვის წინ დაფიქსირდა, როდესაც საბადოს ჩამონგრევას 20-ზე მეტი ადამიანი შეეწირა.

სტატისტიკის თანახმად, 2017 წელს ჩინეთში მდებარე საბადოებში მომხდარი ინციდენტების დროს საერთო ჯამში 375 ადამიანი დაიღუპა.

დატოვე კომენტარი