ჩინეთში ქვანახშირის მაღაროში ავარიის შედეგად დაიღუპა შვიდი და დაშავდა სამი ადამიანი
ჩინეთში ქვანახშირის მაღაროში ავარიის შედეგად დაიღუპა შვიდი და დაშავდა სამი ადამიანი

ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ქვანახშირის მაღაროში ავარიის შედეგად დაიღუპა შვიდი და დაშავდა სამი ადამიანი.

ინფორმაციას ამის შესახებ ჩინეთის სახელმწიფო სააგენტო Xinhua ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, დაზიანდა შახტის ამწევი მექანიზმი, რის გამოც ლიფტი ჩავარდა. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

ჩინეთში უსაფრთხოების ზომების დაუცველობის გამო, მაღაროებში უბედური შემთხვევები ხშირად მსხვერპლით მთავრდება. ოქტომბერში ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მაღაროს ჩამონგრევის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა.