ჩინეთში ქიმიურ ქარხანასთან აფეთქების შედეგად სულ მცირე 22 ადამიანი დაიღუპა

07:05, 28.11.2018

ჩინეთში ქიმიურ ქარხანასთან აფეთქების შედეგად სულ მცირე 22 ადამიანი დაიღუპა და 30-მდე დაშავდა. ამის შესახებ Reuters-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება.

შემთხვევა ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, ხებეის პროვინციაში მოხდა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, აფეთქების შემდეგ ადგილზე ცეცხლი გაჩნდა, რომლის დროსაც 38 სატვირთო და 12 მსუბუქი ავტომობილი დაიწვა.

შემთხვევის ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, მსხვერპლის რიცხვი, შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს. აფეთქების მიზეზი ჯერ უცნობია.

მსგავსი