ჩინეთში ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის გაზრდის მიზნით, 2021 წელს სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიება გაიმართება
ჩინეთში ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის გაზრდის მიზნით, 2021 წელს სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიება გაიმართება

ჩინეთში ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ექსპორტის ზრდის ხელშემწყობ ღონისძიებებში სერტიფიცირებული პროფესიონალები ჩაერთვებიან, – ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის მიერ „ქართული ღვინის საგანმანათლებლო პროგრამის“ ფარგლებში, ხუთი ღვინის პროფესიონალი შეირჩა, რომლებიც ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, სემინარებსა და საგანმანათლებლო ღონისძიებებს ჩაატარებენ.

„ღვინის ეროვნული სააგენტოსა და კომპანიის Meiburg Wine Media პირველ ერთობლივ ოფიციალურ საგანმანათლებლო პროგრამას ღვინის მაგისტრი – დებრა მეიბურგი უძღვებოდა. სერტიფიკატი ხუთმა ღვინის პროფესიონალმა მიიღო. პროგრამის ფარგლებში, მათ შეისწავლეს ქართული ღვინის წარდგენა, თეორია, დეგუსტაცია და პრაქტიკა, ქართული ღვინის 8 000-წლიანი ისტორია, კულტურა და ტრადიციები.

ჩინეთი რჩება ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრად, სადაც ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის გაზრდის მიზნით, 2021 წელს, სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიება გაიმართება“, – ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.