ჩინეთში მშობლებმა 24 წლის წინ დაკარგული შვილი იპოვეს
ჩინეთში მშობლებმა 24 წლის წინ დაკარგული შვილი იპოვეს

ჩინეთში მშობლებმა 24 წლის წინ დაკარგული ქალიშვილი იპოვეს. როგორც „ბი-ბი-სი“ წერს, გოგონა სამი წლის ასაკში დაიკარგა. ამ ისტორიას ჩინეთში დიდი რეზონანსი მოჰყვა.

გოგონა სახელად ცი ფენი მაშინ დაიკარგა, როდესაც მშობლებმა ცოტა ხნით საკუთარი მაღაზიის დახლთან მარტო დატოვეს.

გოგონას მამა იხსენებს, რომ ფულის დასახურდავებლად გავიდა და უკან დაბრუნებულს, ქალიშვილი აღარ დახვდა.

მშობლებს დაკარგული შვილის ძებნა 24 წელი არ შეუწყვეტიათ. მათ უარი თქვეს მშობლიური ქალაქის დატოვებაზე, იმ იმედით, რომ შვილს იპოვიდნენ.

2015 წელს ქალიშვილის მამამ ტაქსის მძღოლად დაიწყო მუშაობა და ამ გზით ძებნის არეალი გააფართოვა. მისმა მგზავრებმა დაკარგული გოგონას ფოტოები სოციალური ქსელებით გაავრცელეს. თუმცა, ძებნა უშედეგოდ გრძელდებოდა.

შარშან კი, მამის დაკითხვის შემდეგ პოლიციაში მომუშავე მხატვარმა დაკარგული გოგონას წარმოსახვითი სურათი დახატა. ცოტა ხანში, სამართალდამცველებს 27 წლის ქალი დაუკავშირდა, რომელიც მშობლიური ქალაქიდან ათასობით კილომეტრით დაშორებულ ქალაქში ცხოვრობდა.

დნმ-ის ანალიზმა დაადასტურა, რომ ის 24 წლის წინ დაკარგული გოგონა იყო.

როგორც ქალი ყვება, ის მშობლიური ქალაქიდან 20-იოდე კილომეტრში მდებარე დასახლებაში მცხოვრებმა წყვილმა იშვილა. მათ გოგონას უთხრეს, რომ ის გზის პირას იპოვეს.