ჩინეთში მიწისძვრის შედეგად დაზარალებული რაიონებიდან 21 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
სამხრეთ ჩინეთის პროვინცია იუნანის მიწისძვრით დაზარალებული რაიონებიდან მაშველებმა 21 ათასი ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს.
ბოლო ინფორმაციით, ტერიტორიაზე 7,3 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა, რომელსაც ორი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა.
პროვინციის მთავრობამ დაზარალებულ რაიონებში 500-ზე მეტი მაშველი და 103 ერთეული ტექნიკა გაგზავნა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებმა ნანგრევებიდან 30-ზე მეტი ადამიანი ამოიყვანეს.
საერთო ჯამში, საათ-ნახევრის განმავლობაში, რამდენიმე წუთის ინტერვალით, 2,8-დან 7,3 მაგნიტუდამდე სიძლიერის 20 ერთეული ბიძგი დაფიქსირდა.