ჩინეთში მასშტაბურ ხანძარს 19 ადამიანი ემსხვერპლა

11:38, 19.11.2017

ჩინეთში მასშტაბურ ხანძარს 19 ადამიანი ემსხვერპლა, რვა დაშავდა. ცეცხლი პეკინის გარეუბანში გუშინ ღამით გაჩნდა.

ადგილზე მობილიზებული იყო 34 სახანძრო ბრიგადა. ხანძრის ლიკვიდაცია მათ მხოლოდ ორ საათში მოახერხეს. ისინი საავამდყოფოებში გადაიყვანეს.

მედიის ცნობით, პოლიციამ უკვე დააკავა რამდენიმე ადამიანი, რომლეთაც ცეცხლი განზრახ გაჩენასა ან უსაფრთხოების ზომების არასათანადო დაცვაში დასდებენ ბრალს.

მსგავსი