ჩინეთში „კოვიდ-19“-ის ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ჩინეთში „კოვიდ-19“-ის ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ჩინეთში ახალი კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის სამი იმპორტირებულია, ხოლო სამი შიდა გავრცელების შედეგია და ჩრდილო-აღმოსავლეთ პროვინციასთან, ხეილუნძიანთან არის დაკავშირებული. პროვინცია რუსეთის საზღვართან მდებარეობას. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

ამასთან, ჩინეთში გამოვლენილია 40 ახალი უსიმპტომო შემთხვევა. ასეთ პაციენტებს „კოვიდ-19“-ის გავრცელების პირველ კვირებში ქვეყნის ინფიცირებულთა რიცხვებს არ მიაკუთვნებდნენ. სულ ქვეყნის მასშტაბით 997 უსიმპტომო პაციენტს იკვლევენ.

ჩინეთში სულ „კოვიდ-19“-ის 82 836 შემთხვევა არის გამოვლენილი, მათ შორის 77 555 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 4 633 დაიღუპა.