ჩინეთში „კოვიდ-19“-ის 93 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ჩინეთში „კოვიდ-19“-ის 93 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ჩინეთში „კოვიდ-19“-ის 93 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ბოლო თვეების განმავლობაში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. მედიის ცნობით, ახალი შემთხვევებიდან 35 ქალაქ ხეიხეში დაფიქსირდა.

მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ ქალაქებს შორის გადაადგილებისგან. ასევე, უარი თქვან ქორწილებზე და მასობრივ შეკრებებზე.

ჩინეთის მთავრობის მიერ გავრცელებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 97 423 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 4 636 ადამიანი.