ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირების 108 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მათგან 98 შემთხვევა იმპორტირებულია, 10 კი შიდა გზით გავრცელებული.
აღნიშნული 10 შემთხვევიდან შვიდი ჰეილონჯიანის პროვინციაში, სამი კი გუანგდონში დაფიქსირდა.
შედეგად, ინფიცირებულთა საერთო ოდენობა ჩინეთში 82 160-მდე გაიზარდა. გარდაცვლილია 3341 ადამიანი.