ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 811-მდე გაიზარდა. ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის ინფორმაციით, ვირუსით 37 100-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, 2 649 ადამიანი კი განიკურნა და საავადმყოფოებიდან უკვე გაწერეს.
ჰონგ კონგში ვირუსით დაინფიცირების 26 შემთხვევაა დადასტურებული, ტაივანში კი 17.
ჩინეთის ხელისუფლება ამბობს, რომ 29 000-მდე დარეგისტრირებულ ადამიანს სავარაუდოდ ახალი ტიპის ვირუსი აქვს, თუმცა ეს დადასტურებული არ არის. ექიმების დაკვირვების ქვეშ 188 000-ზე მეტი ადამიანი იმყოფება.
ჩინეთის ხელისუფლებამ ახალი ტიპის ვირუსის გავრცელების შესახებ გასული წლის დეკემბერში განაცხადა. ვირუსი მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში გავრცელდა.