ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 425-მდე გაიზარდა. ჩინეთის ჯანდაცვის რეგიონული კომიტეტის ინფორმაციით, ვირუსით ქვეყნის მასშტაბით 20 400 ადამიანია ინფიცირებული.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ქვეყნის ექიმებს ეჭვი აქვთ, რომ ახალი ვირუსი კიდევ 23 000 ადამიანს აქვს, თუმცა ეს ბოლომდე დადასტურებული არ არის.
2 800-მდე ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, 171 000-ზე მეტი კი ამ დრომდე კარანტინში რჩება.
ჩინეთის ჯანდაცვის ადგილობრივ კომიტეტში ასევე აცხადებენ, რომ ადგილობრივი დროით 4 თებერვლის ღამის 12:00 საათის მონაცემებით, ახალი ტიპის კორონავირუსისგან 632 ადამიანი განიკურნა.
ჩინეთის ხელისუფლებამ ქალაქ უხანში ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების შესახებ გასული წლის31 დეკემბერს განაცხადა.