ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 41-ს მიაღწია. ინფიცირებულია 1 200-ზე მეტი მოქალაქე. ინფორმაცია ჩინეთის ხელისუფლებამ დაადასტურა.
ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ჩინეთის 13 ქალაქში კარანტინი გამოაცხადეს.
ვირუსის გამო, ჩინეთში საახალწლო ღონისძიებების ნაწილი გააუქმეს.
პარალელურად, ქალაქ უხანიდან გავრცელებული ვირუსი უკვე დააფიქსირეს ევროპაში. ინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა საფრანგეთის ქალაქ ბორდოში, კიდევ ორი კი პარიზში.
კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა ავსტრალიაშიც.