ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 2 663-მდე გაიზარდა, განკურნებულია 27 200-ზე მეტი ადამიანი
ჩინეთში კორონავირუს „კოვიდ-19“-ის მსხვერპლთა რიცხვი 2 663-მდე გაიზარდა. ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის ინფორმაციით, ვირუსისგან უკვე 27 200-ზე მეტი ადამიანი განიკურნა.
ჩინეთის ჯანდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ 24 საათში 71 ადამიანი დაიღუპა, 2 600 ადამიანი კი საავადმყოფოებიდან გაწერეს.
ახალი ტიპის კორონავირუსით ჩინეთში 77 600-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული. ინფიცირებულებთან კონტაქტის გამო, ჩინელი ექიმები 88 000-მდე ადამიანს აკვირდებიან.
ჩინეთის ხელისუფლებამ ახალი ტიპის კორონავირუსის შესახებ გასული წლის დეკემბერში განაცხადა. ვირუსი მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული. მსოფლიო მასშტაბით ვირუსს 2 699 ადამიანი ემსხვერპლა.