ჩინეთში კორონავირუსის შვიდი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ჩინეთში კორონავირუსის შვიდი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირების შვიდი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნულ კომისიაში აცხადებენ, რომ ორი შემთხვევა დადასტურდა ცზილინის პროვინციაში, რომელიც რუსეთს ესაზღვრება და ამჟამად ნაწილობრივ ჩაკეტილია.

შიდა გადაცემის ერთი შემთხვევა გამოვლინდა ჩინეთის ფინანსურ ცენტრ შანხაიში, რაც მარტის ბოლოს შემდეგ პირველად მოხდა.

ჩინეთის კონტინენტურ ნაწილში დანარჩენი ოთხი ახალი შემთხვევა უკავშირდება მოგზაურებს, რომლებიც საზღვარგარეთიდან ჩავიდნენ ჩინეთის ჩრდილოეთით მდებარე შიდა მონღოლეთის რეგიონში.

ქვეყანაში ბოლო ერთ დღეში 18 ახალი ასიმპტომური შემთხვევაც დადასტურდა.