ჩინეთში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაფიქსირდა 13 უსიმპტომო პაციენტი
ჩინეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის რვა შემთხვევა გამოვლინდა. შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის ეროვნული კომისია ავრცელებს.
„კოვიდ-19“-ით ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან ექვსი იმპორტირებული, ორი კი, შიდა გადაცემის შემთხვევებია.
ამასთან, გამოვლენილია კორონავირუსის 13 უსიმპტომო შემთხვევა.
სულ ქვეყანაში ოფიციალური მონაცემებით კორონავირუსი 82 941 ადამიანს დაუდასტურდა. გარდაიცვალა 4 633 პაციენტი.