ჩინეთში კორონავირუს „კოვიდ 19“-ით დაღუპულთა რიცხვი 2 943-მდე გაიზარდა, 47 204 ადამიანი კი, გამოჯანრთელდა
ჩინეთში კორონავირუს „კოვიდ 19“-ით დაღუპულთა რიცხვი 2 943-მდე გაიზარდა, 47 204 ადამიანი კი, გამოჯანრთელდა

ჩინეთში კორონავირუს „კოვიდ 19“-ით დაღუპულთა რიცხვი 2 943-მდე გაიზარდა, 47 204 კი გამოჯანმრთელდა.

ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ვირუსით 31 ადამიანი დაიღუპა, 2 800-მდე ადამიანი კი საავადმყოფოდან გაწერეს. ჩინეთში ამ დროისთვის ვირუსით 80 151 ადამიანია ინფიცირებული.

ყველა ლეტალური შედეგი ჩინეთის ხუბეის პროვინციაში დადგა, მათ შორის 24 ქალაქ უხანში. ეპიდემიის ეპიცენტრში, ხუბეის პროვინციაში 24 საათში ვირუსით 114 ადამიანი დაინფიცირდა.

მსოფლიო მასშტაბით ვირუსს 3 117 ადამიანი ემსხვერპლა, 47 984 კი გამოჯანრთელდა.

ჩინეთის ხელისუფლებამ ახალი ტიპის ვირუსის გაჩენის შესახებ გასული წლის დეკემბერში განაცხადა.