ჩინეთში, ხუბეის პროვინციაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 414-მდე გაიზარდა
ჩინეთის ხუბეის პროვინციაში ახალი ტიპის კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 414-მდე გაიზარდა.
ჩინეთის ჯანდაცვის რეგიონული კომიტეტის ინფორმაციით, ვირუსით პროვინციაში 13 522 ადამიანია დაინფიცირებული.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, 3 თებერვლისთვის ხუბეის პროვინციაში ინფიცირების 2 345, ქალაქ უხანში კი 1 242 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ჩინეთის ჯანდაცვის ადგილობრივ კომიტეტში ასევე აცხადებენ, რომ ადგილობრივი დროით 4 თებერვლის ღამის 12:00 საათის მონაცემებით, ახალი ტიპის კორონავირუსისგან ხუბეის პროვინციის 396 მცხოვრები განიკურნა.
ჩინეთის ხელისუფლებამ ქალაქ უხანში ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების შესახებ გასული წლის 31 დეკემბერს განაცხადა.