ჩინეთში გავრცელებული კორონავირუსი ტაილანდშიც დაფიქსირდა
ჩინეთში გავრცელებული კორონავირუსი ტაილანდშიც დაფიქსირდა

ჩინეთში გავრცელებული ამ დრომდე უცნობი ტიპის კორონავირუსი ტაილანდშიც დაფიქსირდა.

ჩინელი ქალი პირველი ადამიანია, რომელსაც ახალი ტიპის კორონავირუსი საზღვარგარეთ დაუდგინეს.

ექიმები ირწმუნებიან, რომ პაციენტი იზოლირებული იყო და დაავადების გავრცელების რისკი დაბალია.

ახალი ტიპის კორონავირუსი პირველად ჩინეთის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ვუჰანის პროვინციაში, დეკემბერში გავრცელდა. დაავადებას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

აღნიშნული კორონავირუსის დიაგნოზი ჩინეთში სულ 41 პაციენტს დაუსვეს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ ახალი ტიპის ვირუსის ერთი პაციენტიდან მეორეზე გადაცემის შემთხვევა უკვე აღრიცხეს.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსი ტაილანდში იმ პერიოდში დაფიქსირდა, როდესაც ჩინეთში ახალი წლის აღსანიშნად ემზადებოდნენ.

ამ დროს მილიონობით ადამიანი მოგზაურობს, რათა დღესასწაულს ახლობლებთან ერთად შეხვდეს.