ჩინეთში გასულ დღე-ღამეში კოვიდინფიცირების 28 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ასევე აღრიცხეს რვა უსიმპტომო პირი
ჩინეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდინფიცირების 28 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ასევე, აღრიცხეს ვირუსის რვა უსიმპტომო მატარებელი პირი.
28 ინფიცირებულიდან 24 ადგილობრივი, ოთხი კი – იმპორტირებულია. ინფიცირებულები აგრარული ბაზრის კლასტერთან არიან დაკავშირებული, რომელიც 13 ივნისის ეპიდემიოლოგიური შემოწმების შემდეგ დახურეს.