ჩინეთში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 22 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ჩინეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 22 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც წინა დღის მაჩვენებელთან შედარებით, 11-ით მეტია. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის კომისიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ჯანდაცვის კომისიის ინფორმაციით, ახალი შემთხვევებიდან 20 იმპორტირებულია, ორი კი შიდა გადაცემის შემთხვევაა, რომლებიც შანხაისა და ტიანჯინში დაფიქსირდა.
ჩინეთის ხელისუფლების მიერ გავრცელებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 86 464 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 4 634 ადამიანი.