ჩინეთში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ჩინეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, ახალი შემთხვევებიდან 10 იმპორტირებულია.
ჩინეთის მთავრობის მიერ გავრცელებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 86 646 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 4 634 ადამიანი.