ჩინეთში გასულ 24 საათში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ჩინეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ჩინეთის ჯანდაცვის დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ვერსიით, ყველა ახალი შემთხვევა იმპორტირებულია. ასევე, დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსის 15 უსიმპტომო შემთხვევა გამოვლინდა.
ჩინეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, პეკინში ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსის არც ერთი შემთხვევა დაფიქსირებულა.
ჩინეთის მთავრობის მიერ გავრცელებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 83 565 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 4 634 ადამიანი.