ჩინეთში ფრინველის ვირუსით ერთი ადამიანი დაინფიცირდა
ჩინეთში ფრინველის ვირუსით ერთი ადამიანი დაინფიცირდა

ჩინეთში ფრინველის ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის ინფორმაციით, დაინფიცირებული 68 წლის ქალია, რომელიც ცზიანსუნის პროვინციაში ცხოვრობს.

გავრცელებული ინფორმაციით, გასული წლის დეკემბერში დაინფიცირებულს ცოცხალ ფრინველებთან ჰქონდა შეხება, რის შემდეგაც მას გაციების სიმპტომები აღენიშნებოდა.

2018 წლის 1 იანვარს ის საავადმყოფოში მოათავსეს, ანალიზებმა კი დაადასტურა, რომ ვირუს H7N4-ით იყო დაინფიცირებული.

ექიმები პროვინციაში მცხოვრებ ადამიანებს მოუწოდებენ, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ, არ შეიძინონ ფრინველის ხორცი ისეთ ადგილებში, სადაც სანიტარული ნორმები დაცული არ არის.