სამხრეთ ჩინეთში, იუნანის პროვინციაში 6,4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რომლის ეპიცენტრი 12 კმ-ის სიღრმეში დაფიქსირდა.
არსებული ინფორმაციით, მიწისძვრას სულ მცირე ორი ადამიანი ემსხვერპლა და ცხრა დაშავდა.
მომხდარის შემდეგ, მეორე დონის საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და იუნანის პროვინციის ქალაქ დალიში სამაშველო ოპერაცია დაიწყო.