ჩინეთში, ძიანსუს პროვინციის ერთ-ერთ კაფეში აფეთქების შედეგად სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
ჩინეთში, ძიანსუს პროვინციის ერთ-ერთ კაფეში აფეთქების შედეგად სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა

ჩინეთში, ძიანსუს პროვინციის ერთ-ერთ კაფეში ძლიერი აფეთქების შედეგად სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა.

აფეთქება სავარაუდოდ გაზის გაჟონვამ გამოიწვია. შემთხვევის შედეგად დაშავდა ცხრა პირი. ისინი საგანგებო სამსახურის წარმომადგენლებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულთა მდგომარეობა უცნობია.

აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ მიმდებარე შენობებში მინები ჩაიმსხვრა.

ინციდენტის მომენტი ვიდეოკამერამ დააფიქსირა.

დატოვე კომენტარი