ჩინეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსის შვიდი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ჩინეთში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების რაოდენობა კვლავ ერთციფრიან ნიშნულზეა. ბოლო ერთ დღეში ჩინეთში კორონავირუსული ინფექციით გამოწვეული დაავადება შვიდ ადამიანს დაუდასტურდა. ასევე, გამოვლინდა ერთი ასიმპტპომური შემთხვევა.
ახალი შემთხვევებიდან ექვსი მოქალაქე საზღვარგარეთიდან დაბრუნდა, რაც ნიშნავს, რომ ჩინეთში შიდა გადაცემის მხოლოდ ერთი შემთხვევა დადასტურდა.
„ბიბისი“ წერს, რომ შემთხვევითი კლასტერების მიუხედავად, ჩინეთი ვითარების მართვას ახერხებს.
მთლიანობაში, ჩინეთში ვირუსის 84 215 შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაცვლილთა რიცხვი კი უცვლელი რჩება – 4 638.