ჩინეთში აშშ-ის ელჩი – დონალდ ტრამპმა სი ძინპინს უთხრა, რომ ჩინეთის მიერ ირანისთვის დახმარების გაწევა მიუღებელია
დონალდ ტრამპმა სი ძინპინს უთხრა, რომ ირანისთვის ჩინეთის მიერ დახმარების გაწევა მიუღებელია, – ამის შესახებ ჩინეთში აშშ-ის ელჩმა, დევიდ პერდიუმ განაცხადა.
მისივე თქმით, ჩინეთის მიერ ირანისთვის შესაძლო დახმარების საკითხი და ამაზე აშშ-ის წინააღმდეგობა მუდმივად დღის წესრიგში დგას.
„ჩვენ მათ ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ მკაფიოდ განვუცხადეთ, რომ ირანისთვის ნებისმიერი სახის დახმარება, იქნება ეს პირდაპირი თუ არაპირდაპირი, სადაზვერვო ინფორმაცია, სათადარიგო ნაწილები თუ სამხედრო აღჭურვილობა, სრულიად მიუღებელია. პრეზიდენტმა ტრამპმა ეს გუშინ კიდევ ერთხელ მკაფიოდ აღნიშნა. ეს საკითხი მუდმივად დღის წესრიგში დგას“, – განაცხადა პერდიუმ.
ამერიკელი დიპლომატის თქმით, ორი ლიდერი გარკვეული ნდობისა და თანამშრომლობის საფუძველზე ურთიერთობის ჩამოყალიბებას იწყებს.
„ვგულისხმობ იმას, რომ ეს იყო ძალიან გულახდილი და ღია საუბარი; ვფიქრობ, ყოველი ასეთი შეხვედრისას ჩვენ ვხედავთ ურთიერთგაგების ახალ დონეს იმ რთულ საკითხებთან დაკავშირებით, რომელთა წინაშეც ვდგავართ”, – აღნიშნა დევიდ პერდიუმ.