ჩინეთში აშშ-ის ელჩი აცხადებს, რომ „კოვიდ-19“-ის პანდემიაზე პასუხისმგებელი ჩინეთის ხელისუფლებაა
ჩინეთში აშშ-ის ელჩი აცხადებს, რომ „კოვიდ-19“-ის პანდემიაზე პასუხისმგებელი ჩინეთის ხელისუფლებაა

ჩინეთში აშშ-ის ელჩის განცხადებით, ჩინეთის მთავრობამ ვირუსის გავრცელება დამალა და ექიმები, რომლებიც ვირუსის არსებობაზე მიუთითებდნენ, დასაჯა. ამის შესახებ ამერიკელმა დიპლომატმა „სიენენთან“ ისაუბრა.

ტერი ბრანსტადი ეთანხმება აშშ-ის პრეზიდნეტის, დონალდ ტრამპის პოზიციას, რომ პანდემიაზე პასუხისმგებელი ჩინეთის მმართველი სისტემაა.

ამერიკელი დიპლომატის განცხადებით, თავდაპირველად, აშშ-ის პრეზიდენტს სურდა დაეჯერებინა ვირუსთან დაკავშირებით ჩინეთის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, მაგრამ მოგვიანებით, ტრამპმაც და მთელმა მსოფლიომაც აღმოაჩინა, რომ ჩინეთი სიმართლეს არ ამბობდა.

„ვფიქრობ, რომ ჩინეთის კომუნისტურმა სისტემამ და მათი მხრიდან სურვილის არქონამ, ეღიარებინათ დანაშაული, გამოიწვია ის, რაც მოხდა. და ამაშია ტრაგედია“, – აღნიშნა ბრანსტადმა.

დატოვე კომენტარი