ჩინეთში არასრულწლოვნებს ონლაინ თამაშის საშუალება მხოლოდ ერთი საათით შეეძლებათ
ჩინეთში არასრულწლოვნებს ონლაინ თამაშის საშუალება მხოლოდ ერთი საათით შეეძლებათ

18 წლამდე ასაკის მოზარდებს ონლაინ რეჟიმში თამაში მხოლოდ 1 საათით, პარასკევს, შაბათ-კვირას და არდადაგებზე შეეძლებათ.

ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

პრესისა და პუბლიკაციის ეროვნული ადმინისტრაციის განმარტებით, თამაში საღამოს რვა საათიდან ცხრა საათამდე იქნება დაშვებული.

ამასთან, სახელმწიფო სტრუქტურების მიერ გაიზრდება ონლაინ სათამაშო კომპანიების შემოწმებაც, თუ რამდენად შეასრულებენ დაწესებულ შეზღუდვებს.

მანამდე დაწესებული შეზღუდვების მიხედვით, მოზარდებს თამაშებით სარგებლობა დღეში 90 წუთით, ხოლო დასვენების დღეებში 3 საათით შეეძლოთ. ხელისუფლების განცხადებით, აღნიშნული ნაბიჯი ახალგაზრდებზე თამაშების გადაჭარბებული გავლენიდან გამომდინარე გადაიდგა.

მიმდინარე თვის დასაწყისში, სახელმწიფო მედიამ ონლაინ თამაშებს „სულიერი ოპიუმი“ უწოდა.