ჩინეთში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 2 744-მდე გაიზარდა
ჩინეთში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 2 744-მდე გაიზარდა

ჩინეთში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 2 744-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელდა 32 400-ზე მეტი ადამიანი. დაავადებულთა რაოდენობა 78 400-ს აჭარბებს. შესაბამის მონაცემებს ჩინეთის ჯანდაცვის უწყება ავრცელებს.

ამგვარად, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩინეთში კორონავირუსით 29 ადამიანი დაიღუპა, რაც წინა დღის მონაცემებთან შედარებით 23-ით ნაკლებია.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, ჩინეთში მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ კიდევ 71 ათასზე მეტი ადამიანი იმყოფება, რომლებსაც დაინფიცირებულებთან მჭიდრო კონტაქტი ჰქონდათ.