ჩინეთში აფეთქების შედეგად სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა

12:36, 26.11.2017

ჩინეთში მომხდარი აფეთქების შედეგად სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა.

ინფრომაციას სააგენტო reuters ავრცელებს. ძლიერი აფეთქება ჩინეთის ერთ-ერთ საპორტო ქალაქ ნინგბოში დღეს მოხდა.

გავრცელებული ცნობით, აფეთქდა ქარხნის შენობა, რომელშიც არავინ იმყოფებოდა, თუმცა მომხდარი გამო დაშავდნენ მოქალაქეები, რომლებიც შემთხვევის ადგილთან ახლოს იმყოფებოდნენ.

დანგრეულია რამდენიმე სხვა შენობა-ნაგებობაც.

სხვადასხვა ცნობებით, საავადმყოფოში რჩება 30 ადამიანი. მათი მდგომაროება მძიმეა. ნანგრევებში მოყოლილებს მაშველები და მეხანძრეები ეძებენ. ვრცელდება ცნობები, რომ მომხდარი მიზეზი შესაძლოა გაზი ავზების აფეთქება ყოფილიყო.

მსგავსი