ჩინეთში აცხადებენ, რომ ქვეყანაში საკვანძო მუშაკების კორონავირუსზე ვაქცინაცია ივლისიდან მიმდინარეობს
ჩინეთში აცხადებენ, რომ ქვეყანაში საკვანძო მუშაკების კორონავირუსზე ვაქცინაცია ივლისიდან მიმდინარეობს. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის უწყების ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა სახელმწიფო ტელევიზიასთან საუბრისას განაცხადა.
ჩინეთის მთავრობა ივლისიდან იყენებს ვაქცინის ერთ-ერთ კანდიდატურას ჩინეთის აუცილებელი მუშაკების ჯგუფებზე. ჯანდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ მთავრობამ აუცილებლობის შემთხვევაში ვაქცინის გამოყენების უფლება გასცა და პროცედურები კანონის ფარგლებში მიმდინარეობს.
„გარდიანის“ ინფორმაციით, ჩინეთში „კოვიდ-19“-ის ადგილობრივი გადაცემის შემთხვევა უკვე მეშვიდე დღეა არ დაფიქსირებულა.